უმაღლესი ხარისხის ევროპული ფარმაცევტული პროდუქტების ლიდერი დისტრიბუტორი საქართველოში
რას გთავაზობთ?
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ?
შპს ვორლდ ფარმა, როგორც ძირითადად დასავლეთ ევროპული ფარმაცევტული პროდუქტების ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია, დაარსდა 2013 წლის 18 აპრილს ქ.თბილისში, საქართველო.
თავდაპირველად, კომპანიაში დასაქმებული იყო სამი თანამშრომელი, რომელთა მაღალი პროფესიონალიზმით, ერთგულებით, ენთუზიაზმით და სწორი პოლიტიკით ვორლდ ფარმა-მ შესძლო დროის მცირე მონაკვეთში მოეპოვებინა მაღალი ნდობა და რეპუტაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში, მიზნობრივ სეგმენტში და მაღალკონკურენტულ ფარმაცევტულ ბაზარზე შესძლო საკუთარი თავის დამკვიდრება.
ვორლდ ფარმა-მ ნაბიჯ-ნაბიჯ გააფართოვა მოქმედების არეალი და მოიცვა ქვეყნის ძირითადი მსხვილი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. კომპანიის მცირერიცხოვან გუნდს შემატა ახალი პროფესიონალი კადრები და აჟამად მათი რაოდენობა 22 თანამშრომელს ითვლის.
დღეს “ვორლდ ფარმა“ წარმოადგენს დინამიურად მზარდ და ერთ-ერთ წამყვან ქართულ ფარმაცევტულ კომპანიას ქალთა ჯანმრთელობის ზრუნვის სეგმენტში. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს თავისი მოქმედების არეალი, შეიძინოს ახალი პარტნიორები, აღმოაჩინოს ახალი მიზნობრივი სეგმენტი, გაამრავალფეროვნოს პროდუქციის ჩამონათვალი და რაც მთავარია, ყველაფერ ამას აკეთებს ხარისხის და კორპორატიული პოლიტიკის შენარჩუნების და გაუმჯობესების პარალელურად.
კომპანიის მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენს მეან-გინეკოლოგია და რეპროდუქტოლოგია და თავისი უმაღლესი ხარისხის და ინოვაციური პროდუქციით ხელს უწყობს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და მის შენარჩუნებას.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაცია, შესყიდვა, იმპორტი, დისტრიბუცია და მარკეტინგი.
კომპანიის პროდუქციის პორტფოლიო მოიცავს, როგორც ფარმაცევტულ პროდუტებს, ასევე საკვებ დანამატებს და სამედიცინო დანიშნულების საგნებს.
წლიანი გამოცდილება


დაგვიკავშირდით, რომ ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე
დაუკავშირდით ვორლდ ფარმას პროფესიონალ გუნდს და გაიგეთ მეტი ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.
ვორლდ ფარმას რეგიონალური წარმომადგენლობები საქართველოში
შპს ვორლდ ფარმა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილია:
- სათავო ოფისით, რომელიც მდებარეობს დედაქალაქში-ქ. თბილისში
- ევროპული სტანდარტის საწყობით (EU-GDP), რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში- დაბა ჩოხატაურში
- რეგიონალური წარმომადგენლობით ქ. ქუთაისში
- რეგიონალური წარმომადგენლობით: ქ. ბათუმში




სათავო ოფისი
ქ. თბილისში
ევროპული სტანდარტის
საწყობი (EU-GDP) დაბა ჩოხატაურში
რეგიონალური
წარმომადგენლობა
ქ. ქუთაისში
რეგიონალური
წარმომადგენლობა
ქ. ბათუმში



სერტიფიკატები
შპს ვორლდ ფარმა-ს 2021 წლიდან დანერგილი აქვს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა და საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის პრინციპები , რითაც უზრუნველყოფს ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას დისტრიბუციის ჯაჭვის თითოეულ რგოლზე- დაწყებული მწარმოებლიდან დამთავრებული მომხმარებლამდე.
კომპანია ფლობს საერთაშორისო ავსტრიული მასერტიფიცირებული ორგანოს TUV AUSTRIA GmbH-ის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს: ISO 9001:2015, EU-GDP, HACCP და ყოველწლიურად რესერტიფიცირებით ინარჩუნებს ორგანიზაციაში დანერგილ ამ საერთაშორისო სტანდარტებს.
