კომპანიის შესახებ
შპს „ვორლდ ფარმა“-ს კორპორატიული ხარისხის და GDP-ის პოლიტიკა


კომპანიის მისიაა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მომარაგება სამედიცინო პროდუქციით, რაც გულისხმობს: ფარმაცევტული პროდუქციის, საკვები დანამატებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაციას, შესყიდვას, იმპორტს, განბაჟებას, დასაწყობებას და კლიენტებისთვის მიწოდება-ტრანსპორტირებას.
„ვორლდ ფარმა“-ს სტრატეგიას წარმოადგენს საკანონმდებლო მოთხოვნების სრული დაცვით ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარზე დასავლეთ ევროპული მარკირების, უმაღლესი ხარისხის და ეფექტურობის მქონე სამედიცინო პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია.
ხარისხის და GDP-ის პოლიტიკა - ორგანიზაცია მიისწრაფვის გახდეს ერთ-ერთი ლიდერი საბითუმო ფარმაცევტული დისტრიბუციის სფეროში. მიზნის მიღწევას ორგანიზაცია ახდენს დისტრიბუციის ბიზნეს-პროცესების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებით, მომსახურების დივერსიფიკაციით და დაინტერესებული მხარეებისთვის მოლოდინის შესაბამისი საუკეთესო სერვისის მიწოდებით.
პოლიტიკის შესრულებისათვის ორგანიზაციას განსაზღვრული აქვს მიზნები და სტრატეგიული მიმართულებები საქმიანობის სფეროში. მიზნების და სტრატეგიის სწორად განხორციელებისთვის ორგანიზაცია იყენებს დანერგილ ხარისხის და GDP-ის მენეჯმენტის ინტეგრირებულ სისტემას, რომელიც საუკეთესო მხარდამჭერია ორგანიზაციული და ოპერაციული მართვის პროცესების ეფექტურობის, შედეგიანობის მუდმივი გაუმჯობესების, ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის სწორი დაგეგმვის და დაინტერესებულ მხარეებზე, კლიენტებსა და კონტრაქტორებზე ზუსტი ორიენტირებისათვის.
- სადისტრიბუციო საქმიანობის გაფართოება და შემოსავლების მუდმივი ზრდა
- შიდა პროცესების მუდმივი გაუმჯობესება
- დაინტერესებული მხარეებისა და კლიენტებისათვის მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება
- დაინტერესებული მხარეების, კლიენტებისა და კონტრაქტორების კმაყოფილების დონის გაუმჯობესება
- პერსონალის კვალიფიკაციის და მოტივაციის მუდმივი ზრდა
- ხარისხის და GDP-ის მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება.



დაგვიკავშირდით, რომ ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე
დაუკავშირდით ვორლდ ფარმას პროფესიონალ გუნდს და გაიგეთ მეტი ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.
ევროსტანდარტის საწყობი


2024 წელს კომპანიის სტრუქტურულ ერთეულს შეემატა ევროსტანდარტით აშენებული და აღჭურვილი საწყობი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს, როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) სტანდარტებს. საწყობში ფარმაცევტული პროდქციის დასაწყობება და შენახვა ხდება ორი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში: +15-დან +25 გრადუსამდე და +2-დან +8 გრადუსამდე.
საწყობი აშენდა ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში-გურია/ქ.ჩოხატაური
ფარმაცევტული პროდუქციის ტრანსპორტირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია დისტრიბუციის ჯაჭვში და უმნიშვნელოვანესი ყურადღება ექცევა კომპანიის მხრიდან ტრასნპორტირების პირობების დაცვას.
ფარმაცევტული პროდუქციის უსაფრთხო დისტრიბუციისთვის და ტრანსპორტირების პერიოდში პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების მიზნით კომპანიას საკუთრებაში ჰყავს GDP სტანდარტით აღჭურვილი ახალი სატვირთო ავტომობილები. ევროპული და ნაციონალური სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით ავტომობილებში უზრუნველყოფილია ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნების ორი რეჟიმი: +15oC -დან +25oC-მდე და +2oC -დან +8oC-მდე.
GDP სტანდარტის ავტომობილები


კომპანიის თანამშრომლები
ხარისხის მენეჯმენტის და GDP პოლიტიკის სისტემის შესაბამისად, კომპანიის თითოეული სტრუქტურული ერთეული დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრით, რომლებიც სისტემატურად გადიან ტრენინგებს, როგორც ფარმაცევტული პროდუქტების და კომპიუტერული სისტემების ხარისხის მართვაში, ასევე მარკეტინგული აქტივობების გაუმჯობესებაში. ვორლდ ფარმა-ს თითოეული თანამშრომელი გამოირჩევა მაღალი კორპორატიული კულტურით და სოციალური პასუხისმგებლობით.
ვორლდ ფარმა-ში ცალკე სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი, რომლის ძირითად რგოლს განეკუთვნება ბრენდ მენეჯერები. ბრენდ მენეჯერები ქვეყნის მასშტაბით ეწევიან აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს მიზნობრივ სეგმენტთან-მეან-გინეკოლოგებთან და რეპროდუქტოლოგებთან. აწვდიან მათ უახლოეს ევიდენსებზე დაფუძნებულ სიახლეებს თითოეული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ, ნერგავენ ახალ ფარმაცევტულ პროდუქტებს და აწყობენ მინიპრეზენტაციებს.
დაგვიკავშირდით, რომ ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე
დაუკავშირდით ვორლდ ფარმას პროფესიონალ გუნდს და გაიგეთ მეტი ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.