როგორც მოგეხსენებათ, კომპანია “ვორლდ ფარმა”-ს 2021 წლიდან დანერგილი აქვს სამი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რითიც უზრუნველყოფს:
- ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებას დისტრიბუციის გრძელი ჯაჭვის თითოეულ რგოლზე: დაწყებული- წარმოებიდან, დამთავრებული-მომხმარებლამდე.
- ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხზე საფრთხის შემცველი კრიტიკული წერტილების გამოვლენას, მის შეფასებასა და შესაბამისი მაკორექტირებელი-პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.
- ორგანიზაციული სტრუქტურის თითოეული რგოლის პროდუქციის ხარისხზე, კლიენტებზე, კონტრაქტორებზე, მიზნობრივ სეგმენტსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირებას, რითიც აუმჯობესებს საკუთარ ბიზნესპროცესებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს სტანდარტები შპს “ვორლდ ფარმა”-ს დანერგილი აქვს 2021 წლიდან და ფლობს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატებს: (EU-GDP, ISO 9001:2015, HACCP).
კომპანია ყოველწლიურად გადის საზედამხედველო სერტიფიცირებას, რითიც ადასტურებს დანერგილ სტანდარტებთან მისი ბიზნესპროცესების შესაბამისობასა და გაუმჯობესებას წლიდან წლამდე.
სამ წელიწადში ერთხელ “ვორლდ ფარმა”-ს უტარდება საერთაშორისო რესერტიფიცირება დანერგილ სტანდარტებში. ერთ-ერთი ასეთი მორიგი აუდიტი და ინსპექტირება ჩატარდა 2024 წლის დეკემბერში. აღნიშნული სერტიფიცირება უკვე შეეხო ჩვენს ახალ ობიექტს- GDP სტანდარტებით აშენებულ საწყობსაც.
აუდიტი და ინსპექტირება ჩატარებული იყო ავსტრიული საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოს- TUV AUSTRIA GmbH–ის მიერ.
აუდიტისა და ინსპექტირების შედეგად “ვორლდ ფარმა”-მ კიდევ სამი წლით გაიხანგრძლივა უკვე დანერგილი სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატები.
დიდი მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს მუხლჩაუხრელი შრომისთვის, 24საათიანი რეჟიმით მუშაობისათვისა და გვერდში დგომისთვის
მადლობას ვუხდით TUV AUSTRIA GmbH -ის არაჩვეულებრივ გუნდს