პარტნიორები
ადგილობრივი პარტნიორები
ვორლდ ფარმა, როგორც ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანია, იმპორტირებული პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიებისთვის და კლინიკებისთვის. QMS/GDP სტანდარტების გათვალისწინებით, სანამ მოხდება დაკონტრაქტება ადგილობრივ კლიენტებთან, ჩვენს მიერ წინასწარ ხორცილედება მათი ინსპექტირება. სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში იდება ხარისხის შეთანხმების ხელშეკრულება და სადისტრიბუციო კონტრაქტი.
ვორლდ ფარმა-ს აღნიშნული პოლიტიკით უზრუნველყოფს მის მიერ იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას დისტრიბუციის გრძელი ჯაჭვის თითოეულ რგოლზე, დაწყებული პროდუქციის შესყიდვიდან დამთავრებული-მომხმარებლით



ვორლდ ფარმა-ს ადგილობრივ პარტნიორებს წარმოადგენენ:
- მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ფლობენ ნაციონალურ GDP სერტიფიკატებს




- კლინიკები, რომლებიც აკმაყოფილებენ ნაციონალურ კანონმდებლობას








სანდო პარტნიორი
საერთაშორისო პარტნიორები
ვორლდ ფარმა-ს ექსკლუზიურ მომწოდებლებს/მწარმოებლებს წარმოადგენენ ფარმაცევტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე და აკმაყოფილებენ ნაციონალური მარეგულირებლის მოთხოვნებს, როგორიც არის: FDA-GMP, WHO-GMP, EU-GMP, EMA-GMP, PIC/S-GMP.
ჩვენი კომპანიის საერთაშორისო პარტნიორების ქარხნები განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, კვიპროსი, ინდოეთი, უკრაინა.









დაგვიკავშირდით, რომ ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე
დაუკავშირდით ვორლდ ფარმას პროფესიონალ გუნდს და გაიგეთ მეტი ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.