სიახლეები

3

შპს “ვორლდ ფარმა“-მ FMG Soft-ის დახმარებით დანერგა “Odoo“-ს ახალი სასაწყობე პროგრამა

შპს “ვორლდ ფარმა“-მ GDP- სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით კომპანია FMG Soft-ის დახმარებით დანერგა ბელგიური კომპანია “Odoo”-ს უახლოესი ელექტრონული პროგრამა, რომლითაც ამჟამად სარგებლობს მსოფლიოს 17 ქვეყნის სხვადასხვა მსხვილი კომპანია.

გამომდინარე იქედან, რომ ვორლდ ფარმა, როგორც ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ოპერაციებს, როგორიც არის:  ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვა, იმპორტი, გაყიდვა, ტრანსპორტირება, უკანდაბრუნება, ინვენტარიზაცია და ა.შ. ოპერაციების გამარტივების, სანდოობისა და ავტომატიზირების მიზნით საჭირო გახდა ელექტრონული პროგრამის დანერგვა, სადაც კომპანიისთვის საჭირო ყველა ოპერაცია ინტეგრირებული იქნებოდა ერთ სისტემაში.

FMG Soft-მა განახორციელა “ვორლდ ფარმა“-ს ბიზნეს პროცესების დეტალური შესწავლა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მეტი სიზუსტით და ეფექტურობით მართოს თავის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციები, მათ შორის მედიკამენტების ვადების, სერიების და ლოკაციების მიხედვით აღრიცხვა.

მიღებული ანალიზის საფუძველზე Odoo ERP სისტემა მოერგო “ვორლდ ფარმა“-ს საჭიროებებს და ჩატარდა შემდეგი მოდულების დანერგვა:

  • ✅ Purchase – შესყიდვების მართვა
  • ✅ Sales – გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია
  • ✅ Inventory – საწყობების მართვა
  • ✅ Accounting – ფინანსური აღრიცხვის ავტომატიზაცია
  • ✅ WMS – საწყობების ლოჯისტიკა GDP სტანდარტების შესაბამისად
  • ✅ To-Do – დავალებების მართვის სიმარტივე
  • ✅ Documents – დოკუმენტების ციფრული შენახვა და ორგანიზაცია

გარდა ამისა, განხორციელდა Odoo ERP სისტემის ჯანდაცვის პორტალთან დაკავშირება, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სისტემიდან გაუსვლელად ატვირთოს ან ჩამოტვირთოს ბიზნესპროცესებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტი.

“ვორლდ ფარმა“ დღესაც წარმატებით განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას FMG Soft-თან მათ მიერ დანერგილი Odoo-ს პროგრამის ფარგლებში და მუდმივად ზრუნავს პროგრამის სხვადასხვა ახალი შესაძლებლობების დანერგვას და ინტეგრირებას კომპანიის მენეჯმენტში.